Belive

"საქართველოსა და პორტუგალიას მეტი მაღალი დონის მატჩი სჭირდებათ" - უორენ გეტლენდი

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლენდმა, პორტუგალიისა და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა შეაფასა. მისი თქმით, ორივე გუნდმა უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გეტლენდმა განაცხადა, რომ მეორე დონის ქვეყნებმა დიდ გუნდებთან რეგულარულად უნდა ითამაშონ, რათა განვითარდნენ.

ვფიქრობ, პორტუგალია წლევანდელი ტურნირის აღმოჩენა იყო. საკმაოდ თანაბარ ჯგუფში მოვხვდით და ამას თავიდან ვერ ვაანალიზებდით. საქართველოსთან დაფიქსირებული 43 ქულა მათთვის 2019 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ მაღალი დონის რაგბი ხშირად ითამაშონ.
კრიკეტის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებმა, სამხრეთ აფრიკა და ავღანეთმა, ინგლისი დაამარცხა. მსოფლიო რაგბიმაც უნდა გამონახოს გზა, რომ მეორე დონის ქვეყნები გაძლიერდნენ. ამას ბევრი ფული და დიდი რისკები სჭირდება, თუმცა, თუ ამბიციურები არ ვიქნებით, დიდი გუნდების დომინირება არ შეწყდება. როგორც სპორტის გულშემატკივარს, შენ უფრო მეტი იმედგაცრუების ხილვა უნდა გინდოდეს. - განაცხადა უორენ გატლენდმა.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 1/4-ფინალიდან გამოეთიშა, სადაც არგენტინის წინააღმდეგ დამარცხდნენ.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალიდან განახლდება. პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და ახალი ზელანდია დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები