Belive

საქართველოს რაგბის კავშირსა და Turkish Airlines-ს შორის თანამშრომლობა იგეგმება

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს მართავს:

,,პარტნიორობის ბრწყინვალე შესაძლებლობა საქართველოს რაგბის კავშირთან!

მოხარული ვარ, გაცნობოთ თურქეთის ავიახაზებისა და საქართველოს რაგბის კავშირის პოტენციური თანამშრომლობის შესახებ.

სასიამოვნო საუბარი შედგა იმაზე თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს Turkish Airlines-ი საქართველოს საერთაშორისო მატჩებზე გამგზავრებაში.

ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს შევთავაზოთ წარმოუდგენელი პირობები, რათა მსოფლიოს მასშტაბით სარაგბო ერებს დაუკავშირდეს,'' - წერს Turiksh Airlines-ის წარმომადგენელი საქართველოში.

თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ისაუბრა საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა:

,,ხანგრძლივი და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირი და თურქიშ ეარლაინსი პარტნიორობის უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადასვლას გეგმავენ. კენან ინსთან, საქართველოში ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, ჩვენ ამ ახალი ურთიერთობის დეტალებზე ვმსჯელობთ. თურქიშ ეარლაინსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა, ხოლო ქართული რაგბი წარმატებების შედეგად, მსოფლიო ბრენდად ყალიბდება, რაზეც მეტყველებს ბოლოდროინდელი ისტორიული შედეგები და მსოფლიოს სარაგბო სამყაროს განუზომელი ინტერესი და პოზიტიური შეფასებები მის მიმართ. შესაბამისად, ამ ორ მეგა-ბრენდს ერთმანეთის უკეთ წარმოჩენის დიდი პოტენციალი აქვს, რის გამოყენებასაც ვგეგმავთ. საქართველოს რაგბის კავშირი ასევე ღიაა სხვა მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის."

სხვა სტატიები