საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო
4 წლის წინ
რაგბი
1 წთ
18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 34:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.
უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა'' დღეს სულ 5 ლელოს დადება შეძლეს და მეტოქეს პირველ ნახევარში 20:7 მოუგეს, მეორე ტაიმში კი - 14:3.
საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე მისასვლელი გზა ძალიან იოლად გაიარა - მეოთხედფინალში ჩეხეთს 76:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბელგიასთან 86:0 იმარჯვა.
საქართველოში ჩატარებული ტურნირის მესამეადგილოსანი ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ბელგიას 40:6 სძლია.