Belive

"საქართველომ შოკში ჩაგვაგდო, რასაც დიდი შედეგი მოჰყვა" - BBC-ს სარაგბო პოდკასტი

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავტორიტეტული მედია საშუალების ყოველკვირეულ სარაგბო პოდკასტში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრეს.

BBC-ს სარაგბო პოდკასტი წლევანდელი სეზონის მიმოხილვასა და გამორჩეული მომენტების გარჩევას დაეთმო და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წამყვანებმა "ბორჯღალოსნების" შესახებაც ისაუბრეს.

ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა - კრის ჯონსმა, აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ უელსის დამარცხება, წლის ყველაზე დიდი შოკი იყო.

''ვისაუბროთ ორი ყველაზე დიდი გამარჯვების შესახებ - კარდიფში, საქართველომ უელსი დაამარცხა, ხოლო არგენტინამ ინგლისს სძლია. სწორედ ეს მატჩები გახდა სეზონის შოკი. აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩის შედეგმა განსაკუთრებული ცვლილება მოახდინა: ინგლისმა ედი ჯონსი გაუშვა, ხოლო უელსმა უეინ პივაკი გაათავისუფლა", - კრის ჯონსი.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ფიჯისავსტრალიისსაქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. "დრაკონებისა" და "ბორჯღალოსნების" დაპირისპირება 7 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები