Belive

საქართველო - ნიდერლანდები | ბილეთები თელავის თეატრის სალაროში

2 წლის წინ რაგბი
2 წთ
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, "კავკასიონი არენაზე" ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ფიზიკური ბილეთები 8 ივნისიდან თელავის თეატრის სალაროში გაიყიდება. სალარო მუშაობს ყოველდღე 12 საათიდან 15 საათამდე (ონლაინ ბილეთები უკვე გაიყიდა). შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! ურთიერთშეხვედრების ისტორია ბორჯღალოსნებს ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ უთამაშია. პირველი შეხვედრა 1995 წელს ჰოლანდიაში გაიმართა და საქართველო 3:0 დაწინაურდა, თუმცა მერე 9 ლელო გაუშვა და მასპინძლებმა 55:3 იმარჯვეს. რევანში 2000 წელს, თბილისში შედგა. საქართველომ მეტოქეს "ეროვნულზე" უმასპინძლა და 20 ათასი მაყურებლის თვალწინ 41:6 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ მეტოქეს ამსტერდამში ვეწვიეთ და 32:3 ვძლიეთ, ხოლო 2002 წელს, ნიდერლანდებს თბილისში სარეკორდო სხვაობით, 88:0 მოვუგეთ. 2007 წლამდე (ჩეხეთთან 98:3) სწორედ ეს თამაში იყო საქართველოს ნაკრების სარეკორდო სხვაობით გამარჯვება. შეგახსენებთ, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან 3 და 10 ივლისს ორ ტესტს გამართავენ, შინ დაბრუნებულები კი, 17 ივლისს შოტლანდიას დაუხვდებიან. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები