საფრანგეთში ტრანსგენდერ ქალებს ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცათ
5 წლის წინ
რაგბი
1 წთ
"რაგბი ადამიანებს სქესის, გენდერის, წარმომავლობისა თუ რელიგიის მიხედვით არ ასხვავებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაგბი ნებისმიერმა ადამიანმა ითამაშოს", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, სერჟ სიმონმა.აღსანიშნავია, რომ იდენტობით ტრანსგენდერმა ქალებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, ჰორმონალურ მკურნალობას გადიოდნენ. ასევე, ცნობაში დაფიქსირებული უნდა იყოს, რომ 1 ლიტრ სიხლში, ტესტოსტერონის შემცველობა 5 ნანომოლს არ აღემატება. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერ ქალებს უმაღლეს დონეზე რაგბის თამაშის უფლება მისცა.