Belive

World Rugby - წლის 10 გამორჩეულ მატჩში საქართველოსა და პორტუგალიის შეხვედრა მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო რაგბიმ 2022 წლის 10 გამორჩეული შეხვედრა დაასახელა, რომელთა შორის საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი (25:25) მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ტოპ ათეულს მიღმა დარჩა ,,ბორჯღალოსნების'' ისტორიული გამარჯვებები ექვსი ერის ორ წარმომადგენელთან - იტალიასთან და უელსთან.

საქართველო 25:25 პორტუგალია

,,იმის გათვალისწინებით, რაც პორტუგალიის ნაკრების შესახებ ახალ ვიცით, ეს ანგარიში არც ისე გასაოცარია. თუმცა საქართველოს ზედიზედ 20 მოგება ჰქონდა და ბევრი ადამიანის აზრით, ეს სერია უნდა გაგრძელებულიყო.

დომინანტი ,,ბორღჯალოსნების'' ანგარიშზე პორტუგალიის წინააღმდეგ, რომელსაც თბილისში 2004 წლის შემდეგ არ მოუგია, 9-მატჩიანი მოგებათა სერია იყო. თუმცა, მანუელ კარდოზო პინტუს, როდრიგო მარტასა და ჟოზე ლიმას ლელოებით და, ასევე, სამუელ მარკესის 10 ქულით, პორტუგალია 65 წუთამდე 25:18-ს იგებდა და საქართველო მარცხისგან თორნიკე ჯალაღონიას ლელომ იხსნა,'' - წერს World Rugby-ს ვებგვერდი.

2022 წლის 10 გამორჩეული მატჩი:

საქართველო 25:25 პორტუგალია

უელსი 21:22 იტალია

ახალი ზელანდია 12:23 ირლანდია

ფიჯი 20:23 სამოა

აშშ 29:31 ჩილე

ახალი ზელანდია 18:25 არგენტინა

იტალია 26:19 საფრანგეთი (ქალები)

ფიჯი 21:17 სამხრეთ აფრიკა (ქალები)

ბელგია 5:71 პორტუგალია (ქალები)

იტალია 28:27 ავსტრალია

სხვა სტატიები