Belive

RugbyPass - ,,უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

იტალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ცნობილი სარაგბო გამოცემა, RugbyPass-ი გამოეხმაურა:

,,საქართველოს ტრიუმფი! უმჯობესია, 6 ერისგან მოწვევა მეილზე მალე იყოს. საქართველომ იტალია 28:19 დაამარცხა. მათი პირველი გამარჯვება ტიერ-1-ის ნაკრების წინააღმდეგ!'' - წერს RugbyPass-ი სოციალურ ქსელში.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრაში იტალიას ბათუმში უმასპინძლა და 28:19 დაამარცხა.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში, როცა ,,ბორჯღალოსნებმა'' ექვსი ერის ნაკრებს მოუგეს.


სხვა სტატიები