Belive

დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ბრიტანულმა გამოცემამ, The Telegraph-მა, ზაფხულის ტესტების კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილიც მოხვდა. ნინიაშვილმა იტალიასთან მოგებულ მატჩში (28-19) თავი არაერთხელ გამოიჩინა და ,,ბორჯღალოსნების'' ორ ლელოში უშუალო მონაწილეობაც მიიღო:

,,შაბათ-კვირას გამართული მატჩებიდან, საქართველოს იტალიასთან გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ახალგაზრდა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა, თედო აბჟანდაძეს ლელოს დასადებად მშვენიერი მომენტი შეუქმნა და გადამწყვეტი ჯარიმაც მოიპოვა,'' - წერს ტელეგრაფი ნინიაშვილზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 6 მოთამაშე ირლანდიის ნაკრებიდანაა, რომელმაც შაბათს ახალ ზელანდიასთან სტუმრად იმარჯვა. საუკეთესო თხუთმეტეული The Telegraph-ის ვერსიით: 15. დავით ნინიაშვილი (საქართველო) 14. მაკ ჰანსენი (ირლანდია) 13. მარკ ბენეტი (შოტლანდია) 12. ოუენ ფარელი (ინგლისი) 11. ჯოშ ადამსი (უელსი) 10. ჯონი სექსტონი (ირლანდია) 9. ბენ უაითი (შოტლანდია) 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი) 7. ტომი რეფელი (უელსი) 6. პეტერ ო'მაჰოუნი (ირლანდია) 5. ჯონი ჰილი (ინგლისი) 4. ტად ბირნი (ირლანდია) 3. ზანდერ ფაგერსონი (შოტლანდია) 2. დენ შეჰანი (ირლანდია) 1. ენდრიუ პორტერი (ირლანდია)

 

სხვა სტატიები