Belive

ნიკა აბულაძე ექსეტერ ჩიფსში ითამაშებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისურმა ,,ექსეტერ ჩიფსმა'' საქართველოს ნაკრების მორაგბე, ნიკა აბულაძე გაიფორმა.

27 წლის ბურჯი ახალ გუნდს თვის ბოლოს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

,,ველოდები, რომ კარგად ითამაშებს. ვისაც სურს, მეტი გაიგოს მის შესახებ, საკმარისია შემოდგომის საერთაშორისო მატჩებს გადახედოს, რომლებშიც მან საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვან გამარჯვებებში უდიდესი როლი ითამაშა. ალბათ, ყველაზე მეტად უელსთან შეხვედრაში გამოირჩეოდა. მას შემდეგ, რაც მის თამაშს ვუყურე, აღფრთოვანებული დავრჩი,'' - განაცხადა ,,ექსეტერ ჩიფსის'' დირექტორმა, რობ ბაქსტერმა.

,,ექსეტერ ჩიფსი'' ინგლისის პრემიერშიფში 9 მოგებითა და 7 მარცხით მე-4 ადგილს იკავებს. გუნდი, ასევე, ქვეყნის თასის ფინალშია, ევროპის ჩემპიონთა თასზე კი 3 გამარჯვებითა და 1 წაგებით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა.