შესაძლოა ნიკა ამაშუკელმა მსოფლიო თასის ფინალი განსაჯოს
2023 წლის სექტემბერში, რაგბის სამყაროში მთავარი მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ ამ ნიშვნელოვაი ღონისძიების ფინალი განსაჯოს ქართველმა არბიტრმა ნიკოლოზ ამაშუკელმა. ნიკას გვარი ისეთი სახელოვანი არბიტრების გვედრით განიხილება, როგორებიც არიან: უეინ ბარნსი, ლუკ პირსი, მეთიუ რაინალი და ა.შ. როგორც Planet Rugby წერს, მიუხედავად იმისა, რომ ამაშუკელი სხვებთან შედარებით გამოუცდელია, ის სწორედ […]
6 ერის დასრულების შემდეგ, “BBC Sport”-მა ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც 6 ერის მიმდინარე გათამაშების გუნდებსა და სტატისტიკებზე გაამახვილა ყურადღება. უელსის ნაკრების განხილვისას, BBC Sport-მა მოახლოებულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა ნახსენები. “უელსს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა სურთ. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა, მათ იმის დიდი […]
სკოტ რობერტსონი ოლ ბლექსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სკოტ რობერტსონი დაინიშნა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 48 წლის სპეციალისტი “ოლ ბლექსს” 2024 წლიდან გაუძღვება. რობერტსონსა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, “კრუსეიდერსის” სახელოვანი მწვრთნელი “ოლ ბლექსს” 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ამ დროისათვის უცნობია, თუ როგორ დაკომპლექტდება რობერტსონის სამწვრთნელო შტაბი. […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
“მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას ჩემს წინ, მთავარია ვინ მიდგას გვერდით” – დავით ნინიაშვილი
რაგბი TV-ს ეთერში ახალი და საინტერესო გადაცემა “ჯენტლმენების თამაში” გამოჩნდა, რომლის პირველი ეპიზოდის სტუმარი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი გახლდათ. დავით ნინიაშვილმა გადაცემის ავტორთან საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის მისი მოწინააღმდეგე – მთავარია, ვინ დგას მის გვერდით. “მე ვთვლი, რომ მოედანზე ყველა […]
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფიჯის რაგბის კავშირში დაძაბული ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის კავშირის დროებით ხელმძღვანელს – ტევიტა ტუილოას გადადგომა სთხოვეს. ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტუილოამ სოციალურ ქსელებში ფიჯელი მორაგბეების მხარდასაჭერი პოსტი განათავსა და აღნიშნა, რომ მოთამაშეებს რთულ პირობებში უწევთ ასპარეზობა, რის აღმოსაფხვრელადაც ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დროებითი ხელმძღვანელის […]
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ნაიჯელ ოუენსის დამატებას აპირებს
სამხრეთ აფრიკული გამოცემა City Press-ის ცნობით, სარაგბო ნაკრები აპირებს, რომ მათ რიგებს ყოფილი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი შემოუერთონ. აფრიკელებს სურთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ წესებში სრულფასოვნად გაიწაფონ. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჯერჯერობით ყოფილ არბიტრს წინადადებაზე თანხმობა არ განუცხადებია. რაგბის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მსაჯმა კარიერა 2021 წლის მაისში დაასრულა. უელსელს 100-ზე მეტი საერთაშორისო მატჩი განუსჯია, მათ […]
The Telegraph ამაშუკელის კარიერული გამოწვევების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
6 ერის მე-3 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრას, რომელშიც საფრანგეთისა და შოტლანდიის დაპირისპირება შედგება, საუკეთესო ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი გაუძღვება. პრინციპული მატჩის წინ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ნიკა ამაშუკელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი არბიტრი კარიერული გამოწვევების შესახებ საუბრობს და იმ ავბედით დღეს იხსენებს, როდესაც სარაგბო მატჩის შემდეგ დაჭრეს. ის დღე ამაშუკელის მეხსიერებაში ისევე […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
“გუნდში ტრადიციული ავსტრალიური სულისკვეთება მჭირდება” | ედი ჯონსს ავსტრალიის გამარჯვების სჯერა
ავსტრალიის რაგბის ნაკრების მწვრთნელი ედი ჯონსი თვლის, რომ მის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია. 63 წლის სპეციალისტის თქმით, ამისთვის ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. მოხარული ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. ჩვენი საქმიანობით, ახალგაზრდა ავსტრალიელების გულები უნდა მოვიგოთ, რათა თავიანთ ეროვნულ გუნდს მხარი დაუჭირონ. მე მესია არ ვარ. ჩვენ ყველანი ვართ ამ საქმეში ჩართულნი. შედეგის მისაღწევად ყველას თავდაუზოგავი […]
მსოფლიო რაგბი და ჯორჯიის რაგბის კავშირი საქართველოს გვერდში უდგებიან
ამ დღეებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის განცხადება რომ თავის ფავორიტად საქართველოს ნაკრებს განიხილავს და საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წელს მას უქომაგებს იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2031-ში ამერიკა თავად უმასპინძლებს რაგბის მსოფლიოს თასს. სტატისტიკა აჩვენებს რომ რაგბის მსოფლიო თავისი პოპულარობით და კომერციულადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადასთან ერთად, ერთ-ერთი მოწინავეა, და, ორივე ეს ტურნირიც მომდევნო 6 […]
ჯორჯია რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს უგულშემატკივრებს
შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, კარდიფში, უელსის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (12:13) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ, პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება ალაპარაკდა. ავტორიტეტული გამოცემები, მსოფლიო რაგბი და გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავდნენ ქართული რაგბის პროგრესს და ხაზს უსვამდნენ ისტორიულ წელს, რომლის განმავლობაშიც საქართველომ ორი გახმაურებული გამარჯვება მოიპოვა – “ბორჯღალოსნებმა” ბათუმში იტალია, ხოლო კარდიფში უელსი დაამარცხეს. გულშემატკივართა […]