Belive

მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ ნარიაშვილი უკვე 2-3 თვეა ვერ თამაშობს, რადგან როგორც მან Live.ge-ს განუცხადა, 13 ივნისს გარე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ნარიაშვილის განცხადებით, მენისკის გამო უკანასკნელ პერიოდში ვარჯიშს ვეღარ ახერხებდა. მიხეილ ნარიაშვილმა Live.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რომ ამჟამად რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე იმყოფება. ცნობილია, რომ ბორჯღალოსნების მარჯვენა ბურჯი გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდება და დაახლოებით 2-3 კვირაში შეძლებს თამაშს. მისი თქმით, ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში, იგი ნაკრებისთვის ბოლომდე დახარჯვისთვის მზადაა. შეგახსენებთ ,რომ ამ მომენტისთვის “ბორჯღალოსანთა” საკმაოდ დიდი ნაწილია ტრავმირებული: გიორგი ცუცქირიძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი კოშაძე, მირიან მოდებაძე. ბორჯღალოსნები პირველ ტესტ მატჩს 10 ნოემბერს ფლორენციაში იტალიის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები