Belive

იტალიის რაგბის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი კარიერას 21 წლის ასაკში ასრულებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

,,ბენეტონის'' მორაგბემ, მანფრედი ალბანეზემ მიმდინარე სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

21 წლის სპორტსმენი მალე უნივერსიტეტს ამთავრებს და დიპლომს ეკონომიკისა და მენეჯმენტის განხრით იღებს, მისივე თქმით, სურს, რომ მომავალი ცხოვრება ბიზნესს დაუკავშიროს და არა რაგბის.

,,ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ახალი პროფესიული გზის დასაწყებად სწორი დროა. ზაფხულში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს ვამთავრებ. ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შედეგია. დიდ მადლობას ვუხდი ,,ბენეტონს'' იმისთვის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა და ასევე იმისთვის, რომ ჩემი ნამდვილად ესმით.

ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმაზე ყველა ბავშვი ოცნებობს. მე ამის შესაძლებლობა მომეცა და მიღებული ემოციები არასდროს დამავიწყდება, რისთვისაც ფედერაციას მადლობას ვუხდი. რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იქნება,'' - განაცხადა ალბანეზემ.

მანფრედი ალბანეზე გასულ ზაფხულს იტალიის ნაკრებში გამოიძახეს და მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში უკვე 3 შეხვედრაა.

როგორც იტალიური მედია წერს, 21 წლის მორაგბეს ჰქონდა კარგი შანსი, ნაკრებთან ერთად 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეასპარეზა, ტურნირის შემდეგ კი ,,აძურის'' ერთ-ერთი მთავარი წევრი გამხდარიყო.