Belive

გარდიანმა ივლისის ტესტ-მატჩებიდან 6 მოთამაშე გამოარჩია, მათ შორის - დავით ნინიაშვილი

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, ზაფხულის ტესტ-მატჩებიდან 6 გამორჩეული მოთამაშე დაასახელა, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილიც მოხვდა. "ბორჯღალოსნებმა" ივლისში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორში იმარჯვეს, დავით ნინიაშვილმა კი თავი სამივე მატჩში გამოიჩინა - არგენტინა XV-თან და პორტუგალიასთან ლელო დადო, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დადებულ 2 ლელოში კი უშუალო მონაწილეობა მიიღო.

"საქართველო ყოველთვის დააფასებს იმ დღეს, როდესაც ტიერ-ერთის წარმომადგენელთან პირველად მოიგო - "ბორჯღალოსნებმა" 10 ივლისს იტალია ბათუმში 28:19 დაამარცხეს. ყოვლისმომცველი ნინიაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერია, შოუს მთავარი ვარსკვლავი იყო. საკლუბო რაგბის საფრანგეთში, "ლიონში" თამაშობს და, როგორც ჩანს, განზრახული აქვს, რომ მოწინააღმდეგეებს მომავალში ბევრი პრობლემა შეუქმნას," - წერს გარდიანი.
გამოცემამ, ქართველი მორაგბის გარდა, კიდევ 5 მოთამაშის - ტად ბირნის, პიტერ ო'მაჰოუნის (ორივე ირლანდია), ფრედი სტიუარდის (ინგლისი), ტომი რეფელისა (უელსი) და როდრიგო ფერნანდესის (ჩილე) თამაშო გამოყო. ამ უკანასკნელის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკას ორი მატჩის ჯამში 52:51 მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

სხვა სტატიები