Belive

მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სტატია მიუძღვნა:

,,რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია და მე-11 ადგილზე გადასვლით კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ტოპ ათეულს. ბორჯღალოსნებს მეტოქემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მათი ერთ-ერთი კონკურენტია, ფინალში არაფერი დაუთმო და მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე, ანგარიშში სხვაობა მცირე იყო. თუმცა, საქართველოს ძალამ და გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და გუნდი ტრიუმფალურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს ნაკრები ჩემპიონი მეექვსედ გახდა და 29 მატჩია დაუმარცხებელია. ,,ბორჯღალოსნებმა'' მეასე მოგებით მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაუსწრეს და მე-11 ადგილზე გადაინაცვლეს,'' - წერს მსოფლიო რაგბი.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 38:11 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში მეთხუთმეტედ გახდა.

  • ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია;
  • უშუალოდ პორტუგალია 2006 წლიდან დღემდე გამართულ 18 მატჩში მე-15-ედ დავამარცხეთ (3 ფრე);
  • ამ მოგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო, მე-11 ადგილზე აინაცვლა, რომელსაც წლების წინ 2 კვირით ვიკავებდით.

სხვა სტატიები