Belive

საქართველოს შეიარაღებული ძალების 7-კაცა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართელოს შეიარაღებული ძალების 7-კაცა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. აღნიშნული ჩემპიონატი 18-19 ივნისს საფრანგეთში, აჟენში გაიმართება.  გუნდის უკეთ მოსამზადებლად საწვრთნელ პროცესში ‘აკადემიასა’ და 18-წლამდე 7-კაცას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ჩაერთო. ნაკრები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ემზადებოდა და საფრანგეთში წასასვლელეად 12 მოთამაშე შეირჩა. მსოფლიო ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „ა“ ჯგუფში საფრანგეთის, კოტ-დ’ივუარის, სამხრეთ კორეის, ესპანეთის და უზბეკეთის ნაკრებები მოხვდნენ. საქართველო ‘ბ“ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, კამერუნის, ავსტრალიის და ნიდერლანდების ნაკრებები იქნებიან. ლევან ობოლაძე:
„პირველად ვიღებთ მონაწილეობას 7-კაცა რაგბში შეიარაღებული ძალების მსოფლიო ჩემპიონატში და ბიჭებს დიდი მონდომება ეტყობათ. ორგანიზების და მონაწილეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მაღალი დონის ტურნირს ველოდებით. გვქონდა ამხანაგური შეხვედრები ‘არმიასთან’ და ‘ლოკომოტივთან’. ვთვლი, რომ ნორმალურად ვართ მომზადებული და ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ. რაც მთავარია, 7-კაცას ნებისმიერი ტურნირი დიდი ზეიმია და სასიხარულოა, რომ ამ ზეიმის მონაწილე საქართველოც იქნება.“
 

სხვა სტატიები