ოლ ბლექსზე უფრო ძლიერი | სამხრეთ აფრიკის ფანების რეაქცია საქართველოსთან მატჩზე (ფოტო)
4 წლის წინ
რაგბი
2 წთ
"საქართველო ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია - შეიძლება ითქვას, რომ უფრო ძლიერი ვიდრე ამჟამინდელი "ოლ ბლექსი". გაცილებით უფრო ღირებული, ვიდრე კაილ სინკლერი და კომპანია." "საქართველო რა თქმა უნდა უძლიერესი არაა, მაგრამ ფიზიკურად ძალიან კარგი ნაკრებია." "ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან ბრძოლის წინ, საქართველოზე ძლიერ მეტოქეს უნდა დავუპირისპირდეთ." "არ მინდა საქართველოს არ დაფასება, მაგრამ იყო თუ არა ეს საუკეთესო შესაძლებლობა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს წინ?" "შეგვეძლო გვეთამაშა იტალიის, ფიჯის, ტონგას ან არგენტინის წინააღმდეგ."