Belive

ვალ რაფავა-რუსკინმა მენისკის ოპერაცია ჩაიტარა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბის, გია რაფავას შვილმა, ვალ რაფავა-რუსკინმა, რომელიც ინგლისის პრემიერშიფის გუნდში, ,,გლოსტერში'' თამაშობს, მენისკის ოპერაცია გაიკეთა.

ჩვენი ინფორმაციით, 30 წლის ბურჯის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მისივე თქმით, ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს, სრულ სარეაბილიტაციო პროცესს კი 3-4 კვირა დასჭირდება.

ვალ რაფავა-რუსკინი ორი წლის იყო, როცა მისი ოჯახი ინგლისში გადაბარგდა. მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.

ქართული ფესვების მქონე მორაგბე ინგლისის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ორჯერ მოხვდა. პირველად რაფავა-რუსკინი 2019 წელს გამოიძახეს, თუმცა მას ,,ვარდების” კვართის მორგების შესაძლებლობა არ მიეცა. მეორე შემთხვევა კი, 2022 წლის 18 ოქტომბერს დაფიქსირდა.

Belive-ს რედაქცია ვალ რაფავა-რუსკინს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სხვა სტატიები