Belive

'ღამის კოშმარი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში' - რუმინული პრესა კრაიოვას ლოკომოტივთან მარცხს ეხმაურება 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რუმინული სპორტული გამოცემა gsp.ro მათი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის "უნივერსიტატეა კრაიოვას" თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩს საკმაოდ კრიტიკული წერილით გამოეხმაურა და ამ წაგებას მათი ფეხბურთის ისტორიის ღამის კოშმარიც კი უწოდა. "უნივერსიტატეა კრაიოვა" რუმინული ფეხბურთის ღამის კოშმარის სერიის გაგრძელებაა. რუმინული გუნდების "რეიკიავიკთან", "დუდელანჟთან" და პრილეპის "პობედასთან" მარცხის შემდეგ, კრისტიანო ბერგოდის გუნდი, რომელიც წილისყრის შემდეგ ერთპიროვნული ფავორიტი იყო, თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა. "ლოკომოტივი", რომლის ღირებულებაც 4 მილიონი ევროა და რომელიც საქართველოს ათგუნდიან ჩემპიონატში, 10 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილს იკავებს, ბურთების შეფარდება კი 11:14-ზე აქვს. მათ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ ერთხელ, ისიც 1999/2000 წლების სეზონში, ჩრდილოეთ ირლანდიის "ლინფილდთან" ორი მატჩის ჯამში - 2:1 გამარჯვების შედეგად გადალახეს.  ევროტურნირებში მონაწილეობა "ლოკომოტივმა" ბოლოს 2008 წელს, ინტერტოტოს თასზე მიიღო და ლუქსემბურგის "ეტზელასთან" სტუმრად გაშვებული გოლით დამარცხდა. საერთო ჯამში, ეს გუნდი ევროტურნირებზე მეშვიდედ გამოვიდა. მათ მხოლოდ ერთი ლეგიონერი ჰყავთ - მაროკოელ-ნიდერლანდელი იმრან ულად ომარი, რომელიც წინა წელს რუმინულ "აკადემიკაში" ირიცხებოდა და ჯამში მხოლოდ 33 წუთი ითამაშა", - წერს რუმინული გამოცემა. "რკინიგზელებმა" მეტოქე ირაკლი სიხარულიძის და ულად ომარ იმრანის გოლების მეშვეობით - 2:1 დაამარცხეს და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს. თბილისური გუნდის მეტოქე ცნობილი 31 აგვისტოს, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე გახდება.

სხვა სტატიები