Belive

ბექა გიგაშვილი ჩელენჯ თასის გამარჯვებულია

11 თვის წინ სხვა
1 წთ

ევროპის ჩელენჯ ქაფის ფინალურ შეხვედრაში “გლაზგო უორიორსისა” და "ტულონის" დაპირისპირპირება შედგა. დუბლინში გამართული მატჩი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 19:43 - ასეთი იყო მატჩის საბოლოო ანგარიში.

შეხვედრა "ტულონის" უდიდესი უპირატესობით მიმდინარეობდა. ფრანგები მეტოქეს პირველ ტაიმში უკვე 21:00-ს ამარცხებდნენ. საწყის 40 წუთში "ტულონის" რიგებიდან თავი სერჯიო პარისემ ერთი და ბატისტ სერენმა ორი ლელოთი გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი 9 ნომერი სამივე გარდასახვისას ზუსტი იყო.

მატჩის მეორე ნახევარი მეტად სანახაობრივი გამოდგა, რადგან გულშემატკივარმა 6 გატანილი ლელო იხილა. მიუხედავად მცდელობებისა "გლასგომ" მეტოქეს ვერ გაასწრო და მატჩი 19:43 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ "ტულონს" უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კარგი შანსი ჰქონდა აღნიშნული ტიტული მოპოვებისა, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს. შარშან ისინი ფინალში "ლიონის" წინააღმდეგ დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოედანზე 52 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების პირველხაზელმა ბექა გიგაშვილმა. მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე ბექას 77-ე წუთზე მოედანზე დაბრუნება კვლავ მოუწია. ქართველმა მორკინალმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამარჯვება მის გუნდს დარჩენოდა. ბექა ყველა მომენტში გამორჩეული იყო და მოედანზე თავდაუზოგავად იბრძოდა.

სხვა სტატიები