ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს
დღეს ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) დაადასტურა, რომ ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მატჩში იმსაჯებს. 28 წლის ქართველი არბიტრი ,,სარასენსსა” და ,,ოსპრეისს” შორის ჩემპიონთა თასის მერვედფინალურ შეხვედრას განსჯის, რომელიც 2 აპრილსაა ჩანიშნული. ამაშუკელმა საერთაშორისო სარბიელზე ბოლოს 26 თებერვალს, ექვს ერზე, საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩში იმსაჯა, რომელიც ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 32:21 დასრულდა. ნიკამ შეხვედრის სტარტზე შოტლანდიელი, რამდენიმე […]
კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
ნიკა აბულაძე ექსეტერ ჩიფსში ითამაშებს
ინგლისურმა ,,ექსეტერ ჩიფსმა” საქართველოს ნაკრების მორაგბე, ნიკა აბულაძე გაიფორმა. 27 წლის ბურჯი ახალ გუნდს თვის ბოლოს, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ შეუერთდება. ,,ველოდები, რომ კარგად ითამაშებს. ვისაც სურს, მეტი გაიგოს მის შესახებ, საკმარისია შემოდგომის საერთაშორისო მატჩებს გადახედოს, რომლებშიც მან საქართველოს ნაკრების მნიშვნელოვან გამარჯვებებში უდიდესი როლი ითამაშა. ალბათ, ყველაზე მეტად უელსთან შეხვედრაში გამოირჩეოდა. მას შემდეგ, რაც მის […]
,,ბენეტონის” მორაგბემ, მანფრედი ალბანეზემ მიმდინარე სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 21 წლის სპორტსმენი მალე უნივერსიტეტს ამთავრებს და დიპლომს ეკონომიკისა და მენეჯმენტის განხრით იღებს, მისივე თქმით, სურს, რომ მომავალი ცხოვრება ბიზნესს დაუკავშიროს და არა რაგბის. ,,ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ახალი პროფესიული გზის დასაწყებად სწორი დროა. ზაფხულში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს ვამთავრებ. ეს […]
Super Rugby Pacific | ფიჯიან დრუა 25:24 კრუსეიდერსი (მიმოხილვა)
გაგა ქევხიშვილის საოცარი ლელო ხარებთან მატჩში | VIDEO
‘შავი ლომის’ სამხრეთ ამერიკული ტურნე
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ შეიკრიბება და სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის მზადებას შეუდგება. რადგან ‘შავი ლომი’ ბორჯღალოსნების ბირთვს წარმოადგენს, სამხრეთ ამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ჩვენი გუნდი აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერ ლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ანუ არ ჩაერთვება ტურნირში და არ იბრძოლებს […]
The Telegraph ამაშუკელის კარიერული გამოწვევების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
6 ერის მე-3 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრას, რომელშიც საფრანგეთისა და შოტლანდიის დაპირისპირება შედგება, საუკეთესო ქართველი არბიტრი – ნიკა ამაშუკელი გაუძღვება. პრინციპული მატჩის წინ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ნიკა ამაშუკელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი არბიტრი კარიერული გამოწვევების შესახებ საუბრობს და იმ ავბედით დღეს იხსენებს, როდესაც სარაგბო მატჩის შემდეგ დაჭრეს. ის დღე ამაშუკელის მეხსიერებაში ისევე […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
ლევან ჩილაჩავა კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს
ფრანგული “კასტრის” ქართველი ბურჯი ლევან ჩილაჩავა ჩემპიონთა თასის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩილაჩავას გუნდი “ექსეტერ ჩიფსსთან” 40:3 დამარცხდა, ის მაინც გამორჩეული იყო მოედანზე. აღსანიშნავია, რომ “კასტრი” ცუდ ფორმაშია და ბოლო 5 შეხვედრაა არ მოუგია. ფრანგული კლუბი ჩემპიონთა თასზე A ჯგუფში, 0 ქულით, მე-12 ადგილს იკავებს. შემდეგი შეხვედრა “კასტრს” TOP 14-ში “ბორდოს” წინააღმდეგ […]
ლეგიონერები | ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ჩემპიონთა თასისთვის, ექვსი კი ჩელენჯ თასისთვის განაგრძობს ბრძოლას. გასულ უქმეებზე საკლუბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა და გიორგი ცუცქირიძემ ‘სტად ფრანსეს’ კვართით პირველი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი „ა“ ჯგუფიდან ჩემპიონთა თასის ფლეი ოფში ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ ინგლისური ‘გლოსთერი’ გავიდა. დასკვნით ტურში ის ‘ბორდოს’ ეწვია და 26:17 დაამარცხა. სტუმართა შორის […]
‘შავი ლომი’ მზადებას იწყებს
საახალწლო არდადეგების შემდეგ ‘შავი ლომი’ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ბიჭებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ახალი წელი იზეიმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშები განაახლეს. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ რა საერთაშორისო თამაშები ექნება ქართულ ფრენჩაიზს, მანამდე კი ‘შავი ლომი’ 15 იანვარს, „ავჭალის“ სტადიონზე თბილისის ‘ლელო სარასენსს’ ერკინება. 17 დეკემბერს სუპერ თასის […]