Belive

საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ლა როშელის მორაგბე, უინი ატონიო გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 35 წლის ბურჯმა გულის არეში ტკივილი იგრძნო, საავადმყოფოში ჩატარებული პროცედურებით კი გულის შეტევა დადასტურდა.

უინი ატონიოს მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ ის კვლავ რჩევა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მორაგბეს რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის პროფესიონალურ სარაგბო კარიერას ვეღარ გააგრძელებს.

უინი ატონიო ლა როშელის ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ფრანგული გრანდის მაისურით 319 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბურჯმა საფრანგეთის ნაკრებში 68 მატჩი ჩაატარა.