Belive

სად არის საქართველო მსოფლიომდე 4 თვით ადრე? - RUGBYRAMA ბორჯღალოსნებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა

11 თვის წინ რაგბი
3 წთ

წელს საფრანგეთი ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სარაგბო ღონისძიებას - მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 20 ნაკრები იბრძოლებს, საიდანაც ერთ-ერთ- საქართველოც არის. "ბორჯღალოსნები" ტურნირის პირველ მატჩს 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 თვე რჩება და გავლენიანი სარაგბო გამოცემა RUGBYRAMA ქართველთა ბანაკში არსებული სიტუაციით დაინტერესდა.

"ევროპული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შემადგენლობით იასპარეზებს. "ბორჯღალოსნებს" ნამდვილად შეუძლიათ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი შესთავაზოს.

გააძლიერებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ქართულ რაგბის? 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ასპარეზობის შემდეგ, "ბორჯღალოსნებს" ჯგუფური ეტაპი არასდროს დაუძლევიათ. საფრანგეთში ისინი შთამბეჭდავი შემადგენლობით მიემგზავრებიან. სექტემბერში მერაბ შარიქაძის თანაგუნდელები შეეცდებიან სამი გამარჯვება მოიპოვონ და 2011 წელს დაფიქსირებული საუკეთესო შედეგი გააუმჯობესონ.

დინამიკა: საქართველო რაკეტასავით გაფრინდა

მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ მონაწილეობისთვის ქართველებმა სერიოზულად ასწიეს თამასა. 2022 წელი "ბორჯღალოსნებისთვის სენსაციური გამოდგა. მათ შეძლეს და იტალიასთან ერთად, კარდიფში უელსიც დაამარცხეს. რაგბის ევროპის ჩემპიონატში დაუმარცხებელი ქართველები ახლა მსოფლიო გიგანტებს შეერკინებიან, რათა დაამტკიცონ თავიანთი, როგორც განვითარებადი ერის სტატუსი.

კაპიტანი: მერაბ შარიქაძე

დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში "ბორჯღალოსნების" შეუძლიათ თავიანთი კაპიტნის მერაბ შარიქაძის იმედი ჰქონდეთ. "ორიაკის" ყოფილი ცენტრი ახლა ქართული ფრენჩაიზის "შავი ლომის" ღირსებას იცავს. შარიქაძე მოწინააღმდეგეებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. მას ზურგს ნაკრებში ჩატარებული 91 შეხვედრა უმაგრებს ზურგს. მერაბი თავისი ფიზიკური მონაცემებითა და ხელით თამაშის უნარით გამორჩეულია.

დავით ნინიაშვილი

დავით ნინიაშვილი პირველი აპრილის შემდეგ ტრავმირებულია,თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ის მზად იქნება. გასული სეზონის აღმოჩენა. მისი სისწრაფე და უნარები უკვე არავის უკვირს, მაგრამ ტრავმიდან დაბრუნებულს, კიდევ ერთხელ მოუწევს დაამტკიცოს საკუთარი ძალები.

კალენდარი: შესანიშნავი შესაძლებლობა

საქართველო საკმაოდ კარგ ჯგუფში მოხვდა. "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს ავსტრალიასთან 9 სექტემბერს გამართავენ. შემდეგი პორტუგალიაა, რომელსაც 23 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. 30 სექტემბერს ფიჯი და 7 ოქტომბერს უელსი, რომელიც უკვე დამარცხებული ჰყავთ.

სხვა სტატიები