Belive

რუსთავის ხარების მორაგბე ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რუსთავის "ხარების" 23 წლის კვაჭი - ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ეს სამწუხარო ამბავი რუსთავის "ხარების" ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა:
kevlishvili1
inforustavi.ge-ის ცნობით, ავარიის შემდეგ, ნიკა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  თავიდანვე შეფასდა, როგორც კრიტიკულად მძიმე. ახალგაზრდა მორაგბეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ,  გადარჩენა ვერ მოხერხდა. Live.ge-ს კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მორაგბის ოჯახს.

სხვა სტატიები