Belive

,,როცა სიმკაცრე ადამიანის დამცირებას უტოლდება, ეს არ მუშაობს'' - მონპელიეს პრეზიდენტი კოკერილზე

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

,,მონპელიეს'' პრეზიდენტმა, მოედ ალტრადმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რიჩარდ კოკერილის გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა:

,,კოკერილი უკიდურესად მკაცრი იყო, მაგრამ, როცა სიმკაცრე ადამიანის დამცირებას უტოლდება, ეს არ მუშაობს... როცა მოთამაშეებთან კონტაქტს კარგავ, ყველაფერი რთულდება. ახალგაზრდებს მისი ხელმძღვანელობით დრო თითქმის არ ეძლეოდათ. იყო ტერორის ფორმა, რომელიც გვიან აღმოვაჩინე. მორაგბეებზე გაბრაზებული ვარ, რადგან ამის შესახებ ადრე არ მითხრეს.

ბოლოს გამომიტყდნენ: ,,პრეზიდენტო, ჩვენ არ გვინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ მისი ტერორი არ შეწყვეტილა და ამით გუნდის დანარჩენი პერსონალიც შეშფოთებულია.''

მესმის, რომ ალბათ, მათ მისთვის შანსის მიცემა უნდოდათ. რიჩარდი გუნდში ივლისში მოვიდა, პირველი მატჩი მოვიგეთ. მორაგბეები ფიქრობდნენ, რომ ცოტა ხნის შემდეგ დამშვიდდებოდა, მაგრამ არა... მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და ,,ედინბურგიდანაც'' ამის გამო გამოაგდეს. - თქვა მონპელიეს პრეზიდენტმა

,,მონპელიეს'' კოკერილთან ერთად წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა, გუნდმა, რომელიც Top 14-ის 9 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-14 პოზიციაზეა, ინგლისელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ, განაცხადა, რომ რიჩარდ კოკერილთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო და ,,ბორჯღალოსნების'' ახალი მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, სწორედ ის იქნება.

სხვა სტატიები