Belive

რასი ერასმუსი: "ქართველებთან შემადგენლობას შევცვლი და იმედია მოვიგებთ"

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

ლეგენდარულმა სამხრეთ აფრიკელმა მწვრთნელმა - რასი ერასმუსმა, საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ქართველების წინააღმდეგ შემადგენლობას შეცვლის და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებს დაამარცხებს.

"საქართველოს ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან 2025 წლის ტესტ მატჩებს მათთან თამაშით დავხურავთ.

სამიდან სამი მოგება გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს წინააღმდეგაც გავიმარჯვებთ.

ამ მატჩში შანსს ახალგაზრდებს მივცემ, რომლებსაც 4 ერის შემადგენლობის დაკომპლექტებისთვის ავარჩევ და ვიმედოვნებ, რომ დაბალანსებულ გუნდს შევკრავთ..." - რასი ერასმუსი

სამხრეთ აფრიკამ ზაფხულის ტესტ-მატჩების სეზონზე სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო. მათ 2-ჯერ შეძლეს იტალიელების დამარცხება, პირველ ტესტ მატჩში კი "ბარბაროსებს" აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს "ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტ-მატჩების მესამე შეხვედრას სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც თბილისის დროით 19:10 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები