Belive

რაგბის მსოფლიო თასზე უნიკალური რეკორდი დამყარდა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

8 სექტემბერს, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის გახსნითი მატჩი გაიმართა, სადაც საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის დაპირისპირება შედგა. საკულტო მატჩი, "სტად დე ფრანსის" გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე გაიმართა და საფრანგეთის დამაჯერებელი გამარჯვებით 27:13 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩზე, გულშემატკივრებმა უნიკალური რეკორდი დაამყარეს და გასულ მსოფლიო თასებზე ნაჩვენები შედეგი არა მხოლოდ გააუმჯობესეს - არამედ გააორმაგეს. საქმე ეხება ერთ კონკრეტულ მატჩზე გაყიდული ლუდის რაოდენობას. საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის მატჩზე, 90.000 კათხა ლუდი გაიყიდა, რაც წინა რეკორდს თითქმის ორჯერ აღემატება. ასევე გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა მარსელში, სადაც სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის მატჩზე, 80.000 კათხა ლუდი გაიყიდა. 

სხვა სტატიები