Belive

რაგბის მსოფლიო თასი 2027 | ბორჯღალოსნების მატჩების განრიგი და სტადიონები ცნობილია

18 საათის წინ რაგბი
2 წთ

მსოფლიო რაგბმა 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის თარიღები და მასპინძელი სტადიონები დაადგინა. სიმბოლურია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის მსოფლიო თასზე პირველად სწორედ ავსტრალიაში (2003) იასპარეზა და და ზედიზედ მეშვიდე მსოფლიოზე, კვლავ ავსტრლიაში B-ჯგუფში ითამაშებს.

ბორჯღალოსნები ქვეჯგუფში კარგად ნაცნობ, უძლიერეს და პრინციპულ მეტოქეს შეერკინებიან. ჩენი ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი რუმინეთთან, მეორე სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო მესამე და გადამწყვეტი დაპირისპირება იტალიასთან გაიმართება.

როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო რაგბმა ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი და მასპინძელი სტადიონები დაამტკიცა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 2027 წლის 3 ოქტომბერს, რუმინთთან გამართავს. 2027 წლის 10 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, ხოლო 2027 წლის 17 ოქტომბერს იტალიის დამარცხებას შეეცდება.

ბორჯღალოსნების განრიგი და სტადიონები

  • 3 ოქტომბერი | თაუნსვილი | ნორთ ქუინსლენდ სთედიუმი | საქართველო Vs. რუმინეთი

  • 10 ოქტომბერი | ბრისბეინი | ბრისბეინ სთედიუმი | საქართველო Vs. სამხრეთ აფრიკა

  • 17 ოქტომბერი | ნიუკასლი | ნიუკასლ სთედიუმი | საქართველო Vs. იტალია

2027 წლის რაგბის მსოფლიო თასზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა 18 თებერვლიდან დაიწყება და მხოლოდ 17 თებერვლამდე რეგისტრირებული მომხმარებლები შეძლებენ შეძენას. რეგისტრაციის გავლა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.