Belive

რაგბი ევროპა 2024 - ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

რაგბის ევროპის 2024 წლის გათამაშების კალენდარი ცნობილია. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე მატჩების გამართვის თარიღები განთავსდა.

რაგბი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და დომინანტი საქართველო A-ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის წინააღმდეგ იასპარეზებს. ტურნირი 2024 წლის 3 თებერვალს დაიწყება, ბორჯღალოსნები კი პირველ მატჩს 4 თებერვალს გამართავენ. ნახევარფინალური მატჩები 2/3 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალი 17 მარტს შედგება.

A-ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, ნიდერლანდები, გერმანია

B-ჯგუფი: რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია, პოლონეთი

4 თებერვალი - გერმანია Vs. საქართველო

10 თებერვალი - საქართველო Vs. ნიდერლანდები

17 თებერვალი - საქართველო Vs. ესპანეთი

როგორც აღვნიშნეთ, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველო გახდა. "ბორჯღალოსნებმა" ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან დღემდე ტურნირზე ჩატარებულ 118 შეხვედრაში, საქართველომ 100 გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს ნაკრებს რაგბი ევროპაზე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სხვა სტატიები