Belive

"პრიორიტეტი ყოველთვის ჩემი ქვეყანა და საქართველოს ნაკრებია" - გიორგი კვესელაძე

10 თვის წინ რაგბი
2 წთ

რაგბი TV-ს ანალიტიკური პოდკასტის “ჯენტლმენების თამაში” მორიგი ეპიზოდი გიორგი კვესელაძეს დაეთმო.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა ინგლისური "გლოსტერიდან" წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის პრიორიტეტულია.

"გასულ წელს 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. 1 წელი კიდევ მაქვს რეალურად დარჩენილი, მაგრამ "გლოსტერიდან" 100%-ით ჩემი ინიციატივით წამოვედი და ახალ გუნდს ვეძებ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი სად წავალ.

წამოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ როდესაც "გლოსტერიდან" ნაკრებში ჩამოსვლა მიწევდა, მწვრთნელი ყოველთვის რთულ სიტუაციაში მაყენებდა. ისე მიყენებდა საკითხს, რომ ან უნდა წავსულიყავი ნაკრებში, ან დავრჩენილიყავი "გლოსტერში". ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სადაც არ უნდა ვთამაშობდე - ჩემი ქვეყანა და საქართველოს ნაკრები ყოველთვის პრიორიტეტულია.

საკითხს ისე მიყენებდნენ, რომ თუ ნაკრებში წავიდოდი, უკან დაბრუნების შემდეგ გუნდში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა თავიდან მიხდებოდა. ნაკრებში წასვლაზე შოტლანდიელებს, ინგლისელებსა და არგენტინელებს პრობლემა არ ჰქონიათ. როდესაც ნაკებში მივდიოდი და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი, გუნდში მოხვედრის შანსი 3-4 თამაშის შემდეგ მეძლეოდა. თავიდან მიწევდა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება - სხვა მოთამაშეები თუნდაც შუა კვირაში დაბრუნებულიყვნენ და თამაში შაბათს გვქონოდა, პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდნენ".

სხვა სტატიები