Belive

პორტუგალიის წინააღმდეგ 3 ბორჯღალოსანი 50-ე კეპს მოიხვეჭს

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

23 სექტემბერს, 16:00 საათზე, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება.

ტულუზაში გასამართი მატჩი პრინციპული დატვირთვის მატარებელია და იმისთვის, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ მეტოქე აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს, მერაბ შაქირაძე ბორჯღალოსნებს 50-ე შეხვედრაში უკაპიტნებს. გელა აფრასიძე, გიორგი კვესელაძე და ნოდარ ჭეიშვილი კი 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭენ. 

ბორჯღალოსნების შემადგენლობა

შერკინება: 1. ნარიაშვილი 2. მამუკაშვილი 3. გიგაშვილი 4. ჩაჩანიძე 5. მიქაუტაძე 6. ჯალაღონია 7. საღინაძე 8. გორგაძე

ხაზი: 9. აფრასიძე 10. აბჟანდაძე 11. თოდუა 12. შარიქაძე (C) 13. კვესელაძე 14. ტაბუცაძე 15. ნინიაშვილი

მარქაფა: 16. ზამთარაძე 17. გოგიჩაშვილი 18. პაპიძე 19. ჭეიშვილი 20. ცუცქირიძე 21. ლობჟანიძე 22. მატკავა 23. თაფლაძე

სხვა სტატიები