Belive

PlanetRugby - ნოემბრის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში 4 ქართველი მორაგბე მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ბრიტანულმა ვებგვერდმა, PlanetRugby-მ, ნოემბრის ტესტ-მატჩების ტურის სიმბოლური თხუთმეტეული დაასახელა.

გუნდში ყველაზე მეტი - 4 მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მოხვდა. ,,ბორჯღალოსნებმა'' შაბათს უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველებიდან PlanetRugby-მ ალექსანდრე თოდუა, ვასკა ლობჟანიძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა აბულაძე გამოარჩია.

საქართველოს შემდეგ სიმბოლურ თხუთმეტეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი (3) შოტლანდიასა და ახალ ზელანდიას ჰყავთ.

საუკეთესო თხუთმეტეული PlanetRugby-ს ვერსიით:

15. ვილი ლე რუ (სამხრეთ აფრიკა)

14. გრემი (შოტლანდია)

13. იოანე (ახალი ზელანდია)

12. ტუიპულოტუ (შოტლანდია)

11. სანდრო თოდუა (საქართველო) - ,,შეგვეძლო, შოტლანდიელი დუჰან ვან დერ მერვე აგვერჩია ან სამხრეთ აფრიკელი კურტ-ლი არენდსი, მაგრამ ეს არჩევანი რაგბის რომანტიკოსებისთვისაა, რადგან საქართველომ შაბათს კარდიფში გაიბრწყინა.''

10. რასელი (შოტლანდია)

9. ვასკა ლობჟანიძე (საქართველო) - ,,ლობჟანიძე აბსოლუტურად შთამაშონებელი იყო, მისმა გუნდმა კარდიფში ისტორია დაწერა.''

8. დორისი (ირლანდია)

7. პაპალი (ახალი ზელანდია)

6. ოლივონი (საფრანგეთი)

5. რიბანსი (ინგლისი)

4. რეტალიკი (ახალი ზელანდია)

3. სტიუარტი (ინგლისი)

2. შალვა მამუკაშვილი (საქართველო) - ,,რაგბიში ყველაზე შთამბეჭდავი წვერის მქონე კაცი კარდიფში ბრწყინვალე იყო და მისმა შერკინებამ მატჩის ბედი გადაწყვიტა.''

1. ნიკა აბულაძე (საქართველო) - ,,წარმოიდგინეთ სცენა: ორი ქულით აგებთ, 5 წუთია დარჩენილი და გეძლევათ შანსი, გამარჯვების მომტანი შერკინება მოიგოთ. აბულაძემ სემ უეინრაითი სახურავამდე ასწია და მეტოქე გაანადგურა შერკინებაში, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრება.''


სხვა სტატიები