Belive

PLANETRUGBY | იმედია შავი ლომი ღირსეულად იასპარეზებს

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

9 დეკემბერს, 17:00 საათზე, "მიხეილ მესხის სტადიონზე", ქართული რაგბის ისტორიაში მორიგი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერება. პირველი პროფესიონალური ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი", ჩელენჯ ქაფზე სადებიუტო მატჩს გამართავს.

ქართული რაგბისთვის ისტორიულ მატჩში, "შავ ლომს" 150-წლიანი ისტორიის მქონე ინგლისური სარაგბო კლუბი - "გლოსტერი" დაუპირისპირდება. პრინციპულ მატჩს, ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა PLANETRUGBY ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ "შავი ლომი" ჩელენჯ ქაფზე ხმაურს გამოიწვევს.

ჩელენჯ ქაფის წლევანდელ სეზონს საინტერესო სიახლეებით ვხვდებით და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ტურნირში ქართული ფრენჩაიზის - "შავი ლომის" მიწვევაა. რაგბი ევროპის სუპერ თასზე, ქარი ქაფსა და სუპერ რაგბი ამერიკაზე, "შავმა ლომმა" უდიდესი გამოცდილება შეიძინა - გუნდის ძირითად ბირთვს კი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები წარმოადგენენ. მოთამაშეთა შორის გამორჩეულია შალვა მამუკაშვილი და ახალგაზრდა ტალანტი - ლუკა მატკავა.

იმედია, "შავი ლომი" ტურნირზე ღირსეულად იასპარეზებს და ისეთივე ხმაურს გამოიწვევს, როგორიც თავის დროზე "ხაგუარესმა" გამოიწვია სუპერ რაგბიში. ერთი რამ უდავოა - ეს მხოლოდ წინ წასწევს "ბორჯღალოსნებს" და მათ ამბიციებს, რომელიც 6 ერში მინაწილეობის მიღებას უკავშირდება. -

სხვა სტატიები