Belive

პირსი და რეინალი - ბორჯღალოსნების მატჩებს უმაღლესი კატეგორიის არბიტრები მოემსახურებიან

8 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 17 დღით ადრე, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ არბიტრების ჩამონათვალი განთავსდა, რომლებიც ჯგუფური ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯისა და უელსის წინააღმდეგ იასპარეზებს. ცნობილია არბიტრების ვინაობა, რომლებიც ბორჯღალოსნების მატჩებს მოემსახურებიან.

9 სექტემბერს, ავსტრალიისა და საქართველოს მატჩს ლუკ პირსი განსჯის. მისი ასისტენტები ჯეიმს დოლმანი და კრეიგ ევანსი იქნებიან, ხოლო ვიდეო გამეორებაზე ბრაიან მაკნისი გაირჯება.

23 სექტემბერს, საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს პოლ უილიამსი განსჯის, რომელსაც კიდიდან ასისტენტობას მეთიუ ქარლი და კრის ბასბი გაუწევენ. ვიდეო გამეორებაზე ჯოი ნევილი იმუშავებს.

30 სექტემბერს, ფიჯისა და საქართველოს შერკინებას კარლ დიქსონი გაუძღვება. ასისტენტები იაკო პეიპერი და კარლ ბრუსე იქნებიან, ხოლო ვიდეო გამეორებაზე ტომ ფოლი იმუშავებს.

7 ოქტომბერს, საქართველოსა და უელსის პრინციპულ მატჩს მეტიუ რეინალი განსჯის. ასისტენტები ბენ ო'კიფი და პიერ ბრუსე იქნებიან, ხოლო ვიდეო გამეორებას ბრენდონ პიკერილი გაუძღვება.

სხვა სტატიები