Belive

ფიჯიმ მსოფლიო თასისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის, ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - "მფრინავი ფიჯელების" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საიმონ რაივალუიმ უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. სპეციალისტის რჩეულთა შორის 45 მორაგბე მოხვდა, საიდანაც 23 "ფიჯიან დრუას" წარმოადგენს, ხოლო 13 - ფრანგული ტოპ 14-ს. 45 რჩეულს შორის, რამდენიმე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელთაც ქართული პუბლიკა კარგად იცნობს (სემი რადრადრა, ჯოშუა ტუისოვა, ლევანი ბოტია).

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ფიჯის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში: საქართველოს, ავსტრალიის, უელსისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. "ბორჯღალოსნებისა" და "მფრინავი ფიჯელების" მატჩი 30 სექტემბერს, ბორდოში გაიმართება.

სხვა სტატიები