Belive

ოთია გიორგაძე ტოპ 14-ის მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
ტოპ 14-ის მე-9 ტურის შეხვედრაში "კასტრი" "ბრივს" დაუპირისპირდა. დრამატული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 28:26 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "კასტრმა" უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმით შეძლო მატჩის მოგება. "ბრივის" ძირითად შემადგენლობაში კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ოთია გიორგაძე იდგნენ - ვასილ ლობჟანიძე კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთო. ოთია გიორგაძემ მინდორზე თავის გამოჩენა არაერთ ეპიზოდში შეძლო. "ბრივის" ქართველი ლეგიონერის კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ ტოპ 14-ის ორგანიზატორებს, რომლებმაც ოთია გიორგაძე მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

სხვა სტატიები