Belive

ოფიციალურად | რუმინეთი რაგბის მსოფლიო თასზე იასპარეზებს

1 წლის წინ რაგბი
2 წთ
რუმინელი "მუხები" სარაგბო სამყაროში უდიდეს ასპარეზს - რაგბის მსოფლიო თასს უბრუნდებიან. მსოფლიო რაგბიმ ესპანეთის აპელაცია არ დააკმაყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, B-ჯგუფში, რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იასპარეზებს. ენდი რობინსონის გაწვრთნილმა რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 და 2022 წლების კომბინირებულ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არც ისე დამაჯერებლად იასპარეზა. "მუხებმა" საერთო ჩათვლაში მე-3 პოზიცია დაიკავეს და მსოფლიო თასზე მონაწილეობის მისაღებად, ფინალური საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ესაჭიროებოდათ, მაგრამ, ესპანეთის დისკვალიფიკაციის შემდეგ, რუმინეთმა ავტომატური საგზური მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე, პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იასპარეზებს. რაგბის მსოფლიო თასების ისტორიაში, რუმინეთი უპრესტიჟულესი სანაკრებო სარაგბო ტურნირის მუდმივი მონაწილე იყო - ერთადერთ გამონაკლისს, 2019 წელს, იაპონიაში გამართული რაგბის მსოფლიო თასი წარმოადგენს, რომელშიც რუმინეთმა მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვა. რუმინეთი B-ჯგუფში - სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, შოტლანდიისა და აზია/ოკეანეთი 1-ის გამარჯვებულთან ერთად იასპარეზებს. 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს. მატჩები 8 სექტემბრიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.    

სხვა სტატიები