Belive

ნინიაშვილმა მსოფლიო თასზე საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა

4 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, საინტერესო სტატისტიკა გახდა ცნობილი და განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ საუკეთესო მაჩვენებელი ქართველმა მორაგბემ დააფიქსირა.

რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე, ბურთით გავლილ მეტრებში დავით ნინიაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. ბორჯღალოსნების ვარსკვლავმა ბურთით 424 მეტრი გაიარა - მეტი ვიდრე, ნებისმიერმა სხვა მორაგბემ. საუკეთესო ხუთეულში ნინიაშვილთან ერთად, ბანდი აკი, ჰუგო კინანი, დარსი გრემი და მონტი იოანე მოხვდნენ.

ბურთით გავლილი მეტრები Top 5 მორაგბე

  1. დავით ნინიაშვილი - 424 (საქართველო)
  2. მონტი იოანე - 372 (იტალია)
  3. დარსი გრემი - 371 (შოტლანდია)
  4. ბანდი აკი - 371 (ირლანდია)
  5. ჰუგო კინანი - 350 (ირლანდია)

სხვა სტატიები