Belive

ნინიაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის Top 14-ის მე-4 ტურის შეხვედრაში, "ლიონისა" და "კლერმონის" დაპირისპირება შედგა. ლიონში გამართული მატჩი, მასპინძლების დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ 41:22 დასრულდა.

"ლიონის" გამარჯვებაში ლომის წილი დავით ნინიაშვილმა დაიდო, რომელმაც მეტოქეს 2 ლელო გაუტანა და თავი სალელოვე პასითაც გამოიჩინა.

ნინიაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსი ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ბორჯღალოსნებისა და "ლიონის" ვარსკვლავი მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის მებრძოლთა შორის დაასახელეს.

ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის დავით ნინიაშვილი, ტაილერ არდრონი და სამუელ ეზეალა იბრძვიან.

სხვა სტატიები