Belive

ნინიაშვილი და ტაბუცაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად გადალახა.

"ბორჯღალოსნებმა" გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი მარტივად დაამარცხეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 1/2-ფინალში რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე გაიბრწყინეს. გასაკვირი არაა, რომ საუკეთესოთა შორის ორი "ბორჯღალოსანი" დავით ნინიაშვილი და აკა ტაბუცაძე მოხვდნენ.

დავით ნინიაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, ნინიაშვილის მოედანზე ხილვა გულშემატკივართათვის უსაზღვრო სიამოვნების მომნიჭებელი გახლდათ. ნინიაშვილი ჩვეულ ჯადოქრობას ტითოეულ დარტყმაში, გაქცევაში, ბურთის წაღება და პასში ავლენდა. ნინიაშვილმა ჯგუფურ ეტაპზე 2 ლელო დადო და 3 სალელოვე გადაცემა მიითვალა.

აკა ტაბუცაძე - ფანების რჩეული "შავ ლომსა" და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში. ჯგუფურ ეტაპზე ტაბუცაძე "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მელელოვეა. ბურთით ხელში ის მომაკვდინებელია და სრულაიდ დამსახურებულად შეარქვეს მეტსახელი "ვერცხლის ტყვია".

რჩეული მორაგბისათვის ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი.

სხვა სტატიები