Belive

ნიკა ამაშუკელი უმაღლესი დონის ტესტ მატჩებს გაუძღვება

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი უმაღლესი დონის სანაკრებო ტესტ-მატჩებს გაუძღვება. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზე, ზაფხულის ტესტებზე მომუშავე არბიტრების ვინაობა გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა ამაშუკელი ახალი ზელანდიისა და ინგლისის, ასევე ავსტრალიისა და უელსის მატჩებს გაუძღვება.

ოლ ბლექსი ინგლისს 6 ივლისს, დანედინში უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იქნება. ამაშუკელს კიდიდან ნიკ ბერი და ჯორდან ვეი დაეხმარებიან. 1 კვირის შემდეგ, 13 ივლისს, მელბურნში ავსტრალია უელსს უმასპინძლებს და აღნიშნულ მატჩსაც ნიკა ამაშუკელი გაუძღვება - კიდიდან მას მეთიუ ქარლი და პიერ ბრუსე დაეხმარებიან.