Belive

ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასამდე უმაღლესი დონის 4 მატჩს განსჯის

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

სადებიუტო მსოფლიო თასისთვის ემზადება ქართველი ნიკა ამაშუკელი რომელიც ეგრეთწოდებული ტიერ 2 ქვეყნების პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება, თანაც ცენტრალური მსაჯის რანგში. ის ასევე ყველაზე ახალგაზრდაა იმ 12 რეფერისა და 7 ასისტენტს შორის, რომლებიც საფრანგეთში იმუშავებენ.

ზაფხულის პირველი თამაში, რომელშიც ნიკა ამაშუკელს ვიხილავთ 29 ივლისს, იოჰანესბურგში გაიმართება. წლევანდელი ოთხი ერის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკა არგენტინას უმასპინძლებს და ამაშუკელი რეფერის, ენდრიუ ბრაისის პირველი ასისტენტი იქნება.



მომდევნო სამი თამაში გასახურებელია და 28 წლის ნიკა სამივეგან მოედნის მსაჯია – 5 აგვისტოს ბუენოს აირესში არგენტინა სამხრეთ აფრიკას დაუხვდება; 12-ში „თვიქენჰემზე“ ინგლისი უელსს ერკინება; 19 აგვისტოს საფრანგეთი ფიჯის ნანტში მასპინძლობს.

„მსოფლიო თასამდე საპასუხისმგებლო ტესტ-მატჩები მელის, რომელთაგან ორი მართლაც გამოსარჩევია. ეს შეხვედრები მსოფლიო თასის წინ კარგად გამახურებს. სამი ტოპ-მსაჯი იმსაჯებს ბორჯღალოსნების გასახურებელ ტესტებს. სამივე რეფერი გამოცდილი და ერთი მეორეზე პატივსაცემი პიროვნებაა. მათი ახსნები ჩვენს ნაკრებს ძალიან წაადგება“ – განაცხადა ნიკა ამაშუკელმა.

წყარო: rugby.ge

სხვა სტატიები