Belive

ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

დღეს ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) დაადასტურა, რომ ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მატჩში იმსაჯებს.

28 წლის ქართველი არბიტრი ,,სარასენსსა'' და ,,ოსპრეისს'' შორის ჩემპიონთა თასის მერვედფინალურ შეხვედრას განსჯის, რომელიც 2 აპრილსაა ჩანიშნული.

ამაშუკელმა საერთაშორისო სარბიელზე ბოლოს 26 თებერვალს, ექვს ერზე, საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩში იმსაჯა, რომელიც ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 32:21 დასრულდა. ნიკამ შეხვედრის სტარტზე შოტლანდიელი, რამდენიმე წუთში კი ფრანგი მორაგბე გააძევა.

სხვა სტატიები