ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ მატჩს გაუძღვება
7 თვის წინ
რაგბი
1 წთ
ნიკა ამაშუკელი ევროპის ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ მატჩს გაუძღვება, რომელშიც ფრანგული "ბორდოსა" და ირლანდიური "მანსტერის" დაპირისპირება შედგება. პრინციპული შეხვედრა 12 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.
ჩემპიონთა თასის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, "ბორდოსა" და "მანსტერის" დაპირისპირებას, ნიკა ამაშუკელი მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ქართველმა არბიტრმა ჩემპიონთა თასის 1/8-ფინალური მატჩიც იმსაჯა, სადაც "ტულონმა" "სარასენსი" დაამარცხა.