რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ რაღაც 1 დღე რჩება - მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ მასპინძელ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რომელშიც ტურნირის მონაწილე გუნდები არიან ჩართულები.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნაგოიაში ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს - ღონისძიებაში მონაწილეობა "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემაც მიიღო, რომელმაც დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიების მსვლელობისას, საინტერესო ფაქტი მოხდა: ნაგოიას მერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელვის პრესლის სიმღერა Can't Help Falling in Love with You მიუძღვნა. ტაკაში კავამურამ ელვისის სიმღერის ტექსტი მცირედით გადააკეთა: "თავს ვერაფერს ვუხერხებ, სულ უფრო მეტად მიყვარდება საქართველოს ნაკრები“.