Belive

"მსოფლიოს უძლიერესი შერკინება" - ბორჯღალოსნების აღიარება

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 100 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში, კარგად ნაცნობი მეტოქეების: ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს.

რაგბის მსოფლიო თასის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, 2015 წლის ჩანაწერი განთავსდა, რომელშიც "ბორჯღალოსნებისა" და ლეგენდარული "ოლ ბლექსის" ერთ-ერთი შერკინების ამსახველი კადრებია ასახული. სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო ქართული შერკინების სიძლიერეს უსვამს ხაზს.

შეგახსენებთ, ახალი ზელანდიისა და საქართველოს სარაგბო დაპირისპირება, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. სანახაობრივი მატჩი, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" ძლევამოსილ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, "ოლ ბლექსის" გამარჯვებით (43:10) დასრულდა.

სხვა სტატიები