Belive

მსოფლიო ჩემპიონატის წინ უელსს ორი ლეგენდა გამოაკლდა

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

წელს საფრანგეთი ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სარაგბო ღონისძიებას – მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 20 ნაკრები იბრძოლებს, საიდანაც ერთ-ერთი საქართველოც არის. “ბორჯღალოსნები” ტურნირის პირველ მატჩს 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენს ჯგუფში მათთან ერთად პორტუგალი ფიჯი და უელსიც მოხვდა.

რამდენიმე საათის წინ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უელსელებს ორი ძლიერი მოთამაშე გამოაკლდათ. Telegraph-ის თანახმად ალან ვინ ჯონსმა და ჯასტინ ტიპურიკმა კარიერა დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ უელსელთა თავკაცს უორენ გატლენდს ორივე მორაგბე მსოფლიო ჩემპიონატის რაზმში შეყვანილი ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოთამაშეს უდიდესი გამოცდილება აქვს. მხოლოდ ალან ვინ ჯონს 170 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში. ტიპურიკი "დრაკონებში" 2011 წლის შემდეგ ირიცხება და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ორივე მორაგბის 6 ერი 4-ჯერ აქვთ მოგებული.

"ბორჯღალოსნები" უელსელებს ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, რომელიც 7 ოქტომბერს 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები