Belive

მსოფლიო ჩემპიონატი U20 | საქართველო ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენი მოწინააღმდეგე ირლანდია იყო, ბორჯღალოსნებმა შეხვედრა 35:28 დათმეს.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებმა 2 ქულა მოიპოვა (4 ლელო და თამაშის 7 ქულაზე მეტით არ წაგებისთვის). შეხვედრას იტალიის ქალაქმა კალვისანომ უმასპინძლა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოები გიორგი სპანდერაშვილმა (2), გაგი მარგველაშვილმა და შოთა ხელაძემ დადეს. ოთხივე გარდასახვა ზუსტად ლუკა თაყაიშვილმა შეასრულა.

საქართველო მომდევნო შეხვედრას ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. იქამდე ზელანდიია და მასპინძელი იტალია გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას - სანამ ეს შეხვედრა შედგება, პირველ ადგილს 5 ქულით ირლანდია იკავებს.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას მხოლოდ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული და საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსნები გააგრძელებენ, დანარჩენ ნაკრებებს კი მომდევნო პოზიციებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

სხვა სტატიები