Belive

მონპელიემ მსოფლიო ჩემპიონს მაცდური წინადადებით მიმართა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
"მონპელიე" პიტერ-სტეფ დუ ტოის 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის თანახმადაც სამხრეთ აფრიკელი ფლანკერი ყოველთვიურად €100.000 მიიღებს (€3.6 მილიონი წელიწადში). იმ შემთხვევაში თუ დუ ტოი "მონპელიეს" წინადადებას დათანხმდება იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდება. 2019 წელს, სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელებულმა დუ ტოიმ აღნიშნა, რომ ფრანგული კლუბის წინადადებას აგენტთან განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, დუ ტოიმ გადაწყვეტილება 14 მაისამდე უნდა მიიღოს.

სხვა სტატიები