Belive

მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის სუპერ თასის სადისციპლინო პანელზე

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სადისციპლინო პანელზეა წარდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო მატჩებში დისციპლინარულ გადაცდომებს ქართველი სპეციალისტი განიხილავს. კომისიის თავმჯდომარე ინგლისელი ენტონი დევისია, წევრები კი თავზარაშვილი და რიჩარდ მაკქი. ისინი ოთხ თამაშს დააკვირდებიან ("იბერიანზი" (ესპანეთი) -"ბრიუსელ დევილზი" (ბელგია), "შავი ლომი" (საქართველო) – "ენისეი" (რუსეთი), "ლუზიტანოსი" (პორტუგალია) – "დელტა" (ნიდერლანდები), "თელავივ ჰითი" (ისრაელი) – "ლოკომოტივ-პენზა' (რუსეთი). "რაგბი ევროპის სადისციპლინო პანელზე ქართველი პირველადაა წარმოდგენილი და ეს როგორც პირადად ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. სპორტული კუთხით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ევროპაში და კარგია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ოფიციალური პირების დონეზეც გამოვჩნდით. ეს ერთგვარი აღიარებაა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის, რომლის თითოეული წევრი რეგულარულად გადის ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს" – განაცხადა მირიან თავზარაშვილმა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები